საქართველომ აზერბაიჯანიდან ჩაისა და შაქრის იმპორტი გაზარდა

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ აზერბაიჯანიდან 3 232,7 ათასი დოლარის 523,8 ტონა ჩაის იმპორტი განახორციელა.
საქსტატის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ჩაის მოცულობა 17,8 %-ით გაიზარდა.
175 – ჯერ გაიზარდა აზერბაიჯანიდან იმპორტირებული შაქრის მოცულობაც. საანგარიშო პერიოდში საქართველომ აზერბაიჯანიდან 20 045,8 ათასი ტონა, ანუ 8 355,9 ათასი დოლარის შაქრის იმპორტი განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები