გურიაში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინიციატივით, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიცინის დოქტორმა, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარემ, მაია გაბუნიამ მუნიციპალიტეტებისთვის აუტიზმის აქტუალობის დემონსტრირებასა და მუნიციპალური დაბიუჯეტების პროცესში მისი გათვალისწინების საკითხებზე ისაუბრა.

პროექტი “აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში” ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული და ამავე რესპუბლიკის კარიტასის მიერ ხორციელდება. ის საქართველოში აუტიზმის სპექტრის აშლილობის ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და აუტიზმის სერვისების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

შეხვედრა გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები