როგორ დაასრულებენ 2019 წელს საქართველო და მისი სავაჭრო პარტნიორები – სსფ-ს შეფასება

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მონეტარული პოლიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ფაქტობრივი მაჩვენებლები ზრდის ალბათობას, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ზე მეტი იყოს,თუმცა იმავე ანგარიში მიხედვით მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დიდი ანბათობით 4,5 %-ს აღ გადააჭარბებს.

რაც შეეხება საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია მითითებული, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2019 წელს აშშ-ს ეკონომიკა 2.4% გაიზრდება, ხოლო ევროზონის ეკონომიკური ზრდა 1,2 %-ს არ გადააჭარბებს.

რთული ვითარებაა თურქეთში, სსფ-ს შეფასებით მიმდინარე წელს თურქეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.2 %-ით გაიზრდება, სამაგიეროდ ეკონომიკური ზრდის 3 %-მდე გაზრდას ვარაუდობენ 2020 წელში.

ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება შეიმჩნეოდა რუსეთშიც. სსფ-ს ოქტომბრის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა 2019 წელს1.1%-ით განისაზღვრა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.1 პპ-ით დაბალი მაჩვენებელია.ხოლო 2020-ში კი 1.9% იქნება. რაც შეეხება წლიურინფლაციას, სექტემბერში 4% იყო, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 4.7%-ია.

სებ-ის ანგარიშის თანახმად, უკრაინის ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესს განაგრძობს. გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯების და ფიქსირებული ინვესტიციების ფონზე მაღალია ეკონომიკური აქტივობა, რასაც ემატება მთავრობის რეფორმები. სსფ-ს ოქტომბრის შეფასებით8, უკრაინის ეკონომიკური ზრდა 2019 წელს 3%-ით განისაზღვრა, რაც წინა პროგნოზთან 9შედარებით 0.3 პპ-ით მაღალიმაჩვენებელია. 3% ზრდა იქნება 2020-შიც. რაც შეეხება ინფლაციას 2019 წლის პროგნოზი 8.7%-ია.
სოლიდური ზრდის ტემპს ინარჩუნებს სომხეთის ეკონომიკა.სსფ-სოქტომბრის შეფასებით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2019 წელს 6% იქნება, ხოლო ინფლაცია1.7%.

რაც შეეხება აზერბაიჯანს. სსფ-ს შეფასებით, 2019 წელს ეკონომიკური ზრდააზერბაიჯანში 2.1% იქნება, ხოლო წლიური ინფლაცია 2.8%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები