ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუმინეთის ელჩს, რადუ ლივიუ ჰორუმბას უმასპინძლა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში წვლილისთვის რუმინელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.
უწყების ინფორმაციით, საუბარი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო.
შეხვედრას რუმინეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მირჩა ჟუგურანუ დაესწრო.