ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლი იანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამომავლო გეგმები გაუზიარეს.