აკაკი ზოიძე: დავინახე პერსპექტივა, რომ საქართველოს კიდევ ერთი გულშემატკივარი ელჩი ეყოლება

დავინახე პერსპექტივა, რომ საქართველოს კიდევ ერთი გულშემატკივარი ელჩი ეყოლება, – ასე შეაფასა პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები.

“დავინახე, პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოს კიდევ ერთი გულშემატკივარი ელჩი ეყოლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და მიხარია. გამოცდილი ადამიანია, მისი ბიოგრაფიის მიხედვით. ეტყობა, რომ გულწრფელად პატივს სცემს საქართველოს, მის წვლილს “ნატოს” სამოქმედო ოპერაციებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ აშშ-სთან ერთად იმ ერთგულ პარტნიორობას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იჩენს და ეს ყველაფერი არის შესაბამისად დაფასებული, არაერთხელ გაცხადებული ჩვენი პარტნიორის მხრიდან”, – აღნიშნა ზოიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას მან სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები