ისრაელში 402 რეპატრიანტი დაბრუნდა, მათ შორის საქართველოდანაც
ისრაელში 402 რეპატრიანტი დაბრუნდა, მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან, არგენტინიდან, მალტიდან და კიდევ ხუთი ქვეყნიდან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეპატრიანტების დაბრუნება მეგობრობის ფონდმა უზრუნველყო.
ისრაელში დაბრუნებულთა უმრავლესობა, 299 ადამიანი, უკრაინიდან არის, დანარჩენები საქართველოდან, არგენტინიდან, მალტიდან და კიდევ ხუთი ქვეყნიდან არიან.
მათგან 33-მა საცხოვრებლად ნეთანია აირჩია, 31-მა ჰაიფა, 25-მა ნაგარია, დანარჩენები სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილდნენ.
არსებობის 20 წლის მანძილზე, მეგობრობის ფონდმა ისრაელში ათობით ათასი ებრაელის რეპატრიაცია უზრუნველყო, მათ დასახმარებლად კი, 200 მილიონზე მეტი დოლარი გამოყო.