თეა წულუკიანი: წყალტუბოს განვითარების პროექტი არა მხოლოდ იმერეთის აღორძინებას გამოიწვევს, არამედ გავლენას იქონიებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი არა მხოლოდ იმერეთის აღორძინებას გამოიწვევს, არამედ გავლენას იქონიებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე.

მისივე განცხადებით, ვერც ერთ ეპოქაში ქვეყანამ ვერ შეძლო წყალტუბოს კურორტის აღორძინება.
„ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის პასუხი წყალტუბოს განვითარების პროექტზე, არის მადლობა. ვერც ერთ ეპოქაში ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლო წყალტუბოს კურორტის აღორძინება, რადგან ცალკეული სასტუმროების რეაბილიტაცია ვერ აღმოჩნდა ვერც რენტაბელური, არც საინტერესო სხვადასხვა ბიზნესისათვის. ეს ვერ გააკეთა სახელმწიფომ, მათ შორის, როდესაც ამ სახელმწიფოს სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი, მის მიერ უკვე განხორციელებულ სამ მილიარდიან ინვესტიციის მიღმა, არის მისასალმებელი. თავად რეაბილიტაციის პროცესში, რომ იმერეთის რეგიონში 8 ათასი ადამიანი დასაქმდება და ესეც არის ნამდვილად ხაზგასასმელი. მომავალში ეს არა მხოლოდ იმერეთის აღორძინებას გამოიწვევს, არამედ გავლენას იქონიებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

​შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი წყალტუბოს განვითარების პროექტს იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები