სასამართლომ 20 ივნისის აქციის საქმეზე 16 პირიდან არცერთი, დაზარალებულად არ სცნო
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო.
საია-ს საჩივარი 16 ადამიანის დაზარალებულად ცნობას მოიცავდა, რომელთაგან 8 ჟურნალისტი, 8 კი სამოქალაქო პირი იყო. ვინაიდან პროკურატურამ აღნიშნული პირების დაზარალებულად ცნობაზე უარი განაცხადა, სასამართლო იყო ბოლო შანსი, რომ ისინი დაზარალებულად ეცნო.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე სცნო.