კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი: არ გამოვრიცხავ, კიბერშეტევა რუსეთის მხრიდან მომხდარიყო

არ გამოვრიცხავ კიბერშეტევა რუსეთის მხრიდან მომხდარიყო, – ასე გამოეხმაურა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, გიორგი გვასალია დღეს სახელმწიფო და კერძო სექტორზე სავარაუდოდ კიბერშეტევის განხორციელების ფაქტს.

“ძალიან ბევრი ვებგვერდი “დაიჰაკა”, ძალიან ბევრი ვებგვერდი დაზიანდა და ფაქტიურად პარალიზებულია ინფორმაციული წყარო. შეიძლება ინფორმაციულ ვაკუუმში მოვექცეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომხდარიყო რუსეთის მხრიდან. ვფიქრობთ, რომ ბოროტმოქმედებმა იპოვეს პრობლემა “ჰოსტინგ” პროვაიდერში და შემდეგ უკვე, მარტივად მოახდინეს “პოსტინგ” პროვაიდერის პარალიზება და ამაში მოჰყვა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორიც. რადგან “დიფეისი” მოხდა და შეღწევა მოხდა “ჰოსტინგ” პროვაიდერზე სერვერამდე, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვებ-გვერდის უკან, მონაცემთა ბაზის დონემდე ინახება არის ხელმისაწვდომი”, – აღნიშნა გვასალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები