გიორგი კვირიკაშვილი: არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას მცირე კომენტარით გამოეხმაურა.
„მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც აქამდეც გავრცელდა, არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადადგომაში დახმარებას სთხოვდნენ. „გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.