ხელვაჩაურში ბზიკებმა მამა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დაკბინეს

ხელვაჩაურში, სოფელ თოდოგაურში ბზიკებმა მამა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დაკბინეს. შემთხვევა გუშინ, 27 ოქტომბერს მოხდა. მოზარდები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, მათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდათ. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კაცს ბზიკმა ხურმის მოკრეფის დროს უკბინა, მწერმა ხესთან ახლოს მყოფი ერთ-ერთი ბავშვიც სწორედ მაშინ დაკბინა.
ბზიკებისგან დაკბენის შემთხვევებმა რეგიონში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები