2 თვის წინ ოკუპანტების მიერ გატაცებული ლაშა ხეთერელი სეპარატისტულმა რეჟიმმა დღეს გაათავისუფლა

ამ წუთებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში დაკითხვაზე ლაშა ხეთერელი იმყოფება, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ორი თვის წინ საოკუპაციო ზოლიდან გაიტაცეს. ის დღემდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ხეთერელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 25 აგვისტოს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, ხეთერელი შაომიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ის აქამდეც არერთხელ  დაუკავებია სეპარატისტულ რეჟიმს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები