“დავამკვიდრეთ სტანდარტი, რომლის მიხედვითაც არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც, თუ ეს საჭიროა გამოძიებისთვის, პასუხს არ გასცემს კითხვებს”

ჩვენ დავამკვიდრეთ სტანდარტი, რომლის მიხედვითაც არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც, თუ ეს საჭიროა გამოძიებისთვის, პასუხს არ გასცემს კითხვებს, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვას.

მისი თქმით, იყო დრო, როდესაც არათუ გამოკითხვაზე დაბარებას, კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ თანამდებობის პირებს.

“ალბათ, ყველას გახსოვთ დრო, როდესაც არათუ გამოკითხვაზე დაბარებას, კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ თანამდებობის პირებს. ვერ უბედავდნენ, პარლამენტში მობრძანდითო, ამის თქმას. ჩვენ დავამკვიდრეთ სტანდარტი, რომლის მიხედვითაც არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც, თუ ეს საჭიროა გამოძიებისთვის, პასუხს არ გასცემს კითხვებს. როგორც ჩანს, ასე მოხდა გომელაურის, გოგაშვილის შემთხვევებში. იყო სხვა ფაქტებიც, როდესაც სხვა საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრი დაიკითხა. ეს არის ჩვენ მიერ დამკვიდრებული სტანდარტი, რომელიც აღარასდროს უნდა დაირღვეს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები