გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, საჰარ ნასრის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო.

ეგვიპტის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ ეგვიპტესა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე, რომელიც თბილისში 2020 წელს გაიმართება. აღინიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სახელმწიფოებს შორის არსებული ეკონომიკური პროექტების შეფასება მოხდეს, ასევე განისაზღვროს ახალი შესაძლებლობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები