ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 28,1 %-ით გაიზარდა

0

მიმდინარე წლის იანვარ სექტემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 19,917 მლნ. კუბამეტრი გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა. როგორც აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ წელთან შედარებით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 18 ,5 %-ით გაიზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბაქო -თბილისი -ერზრუმის გაზსადენმა მიმდინარე წლის ცხრა თვეში 7,413 მლნ კუბამეტრი გაზი გაატარა, რაც აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 37,2 %-ს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, ბაქო-თბილისი- ერზრუმის გაზსადენით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა 28,1 -ით არის გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი