20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურორ გიორგი მუკბანიანის თქმით, ბრალდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ცნო უდაოდ, რაც გულისხმობს იმას, რომ არ მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე უშუალოდ და ზეპირად, არ დაიკითხებიან მოწმეები და არ იქნება გამოკვლეული სხვა ნივთიერი მტკიცებულებები.

“ბრალდებულის უფლება არის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის გამოძიების ეტაპი იქნება თუ სასამრთლო ეტაპი, თავი ცნოს დამნაშავედ ან არ ცნოს დამნაშავედ, ან გამოიყენოს დუმილის უფლება. ბრალდებულის პოზიციაა, რომ მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ცნო უდავოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე უშუალოდ და ზეპირად არ დაიკითხებიან მოწმეები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მისი პოზიციის გათვალისწინებით მოიკლო გარკვეულმა საფრთხეებმა, კერძოდ, მოწმეების ზემოქმედების საფრთხემ, რაც საფუძვლად დაედო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და დავეთანხმეთ გირაოს“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები