ზესტაფონის სოფელ ტაბაკინში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

0

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარობს. რეაბილიტაცია გზის 1 კმ – მდე მონაკვეთს უტარდება.

გზის ზედაპირი პროექტის მიხედვით არმირებული ბეტონის საფარით მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ტაბაკინის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 235 629 ლარია.

გზის კეთილმოწყობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალპედე“ მუშაობს.

სატენდერო ვალდებულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ ტაბაკინში 2019 წლის დეკემბრის თვის დასაწყისში უნდა დასრულდეს. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 400 – მეტი ადამიანი შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი