სკანდალის ფონზე, ჯო ბაიდენის შვილი ჩინური კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილი, ხანტერ ბაიდენი 31 ოქტომბერს ჩინური საინვესტიციო კომპანიის BHR-ის დირექტორთა საბჭოს დატოვებს.

ხანტერ ბაიდენის განცხადება, მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

„ხანტერი საქმიან აქტივობას დამოუკიდებლად ახორციელებდა. ის მიუღებლად თვლიდა კონსულტაციებს მამასთან და არც აკეთებდა ამას. ხანტერს ყოველთვის ესმოდა, რომ ბაიდენი-უფროსი იხელმძღვანელებდა აშშ-ში დამკვიდრებული პოლიტიკით, იმის მიუხედავად თუ რა გავლენას მოახდენდა ის ხანტერის პროფესიულ ინტერესებზე“,-ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, გეგმავს თუ არა ხანტერ ბაიდენი უკრაინული კომპანიის Burisma-ს დირექტორთა საბჭოში თანამდებობის დატოვებას, რამაც გამოიწვია ბოლო დროინდელი სკანდალი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბაიდენის მიერ კომპანიის დატოვებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

„ეს ბიზნეს-გადაწყვეტილებაა. არ ვაკეთებთ კომენტარს“,-განაცხადა ბრიფინგზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა ხანტერ ბაიდენის საქმიანობა შეისწავლოს. ტრამპის მტკიცებით, ბაიდენი-უმცროსი ორ ქვეყანაში კორუმპირებული საქმიანობით იყო დაკავებული, და რომ მან პასუხისმგებლობის არიდება მამა მისის, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დახმარებით შეძლო

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი 2020 წლის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე ტრამპის მთავარი მეტოქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები