შალვა კერესელიძე დუშეთის, კობიანთკარისა და მილახვრიანთკარის მოსახლეობას შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ინაშვილთან ერთად, დუშეთის, კობიანთკარისა და მილახვრიანთკარის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარის რწმუნებულმა, ადგილობრივებთან ერთად, დასახლებებში მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობა შეაფასა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები განიხილა.
აქტიურ რეჟიმში გრძელდება ისტორიული ქუჩების განახლება ქალაქ დუშეთში. პროექტის ფარგლებში, რესტავრაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 შენობას. რეაბილიტირდა და კეთილმოეწყო ქალაქის ცენტრალური სკვერი. ეტაპობრივად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტებაც. აშენდა კობიანთკარის დასახლებასთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. დაგეგმილია დუშეთის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და №2 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა.
„მიმდინარე წელი ქალაქი დუშეთისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის აქტიური იყო. ბევრი სასიკეთო პროექტი განხორციელდა და ხორციელდება. უმჯობესდება საგზაო, ტურისტული, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირდა წყალმომარაგების სისტემები, მიმდინარეობს ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია, შენდება და რეაბილიტაცია უტარდება ამბულატორიებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საჭიროებები ეტაპობრივად იქნას უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა შეხვედრებზე შალვა კერესელიძემ.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ღია შეხვედრების ფარგლებში, რეგიონის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებს რეგულარულად ეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები