ირაკლი ბათიაშვილის პირველი კომენტარი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე – ცრუ მბრალმდებლებმა პასუხი უნდა აგონ

ირაკლი ბათიაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველ კომენტარს “კვირასთან” აკეთებს, მისი თქმით, სტრასბურგმა 11 წლის შემდეგ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რასაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს მისთვის.

ბათიაშვილი ამბობს, რომ ამ საქმეზე ცრუ მბრალდებლებმა პასუხი უნდა აგონ.

“მოხარული ვარ, რომ 11 წლის შემდეგ სტრასბურგმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მართალია 11 წელი გავიდა, მაგრამ მაინც, ვინაიდან აშკარა იყო არასამართლიანი ბრალდებები, მტკიცებულებების გაყალბება ჩემ მიმართ, ამ გადაწყვეტილებას ჩემთვის აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მე მივმართავ კიდეც პროკურატურას ხელახლა დაიწყოს გამოძიება, პასუხიგებაში უნდა იქნას მიგებული პირები, რომლებმაც ცრუ ბრალდებები წამიყენეს. ჩემი დაპატიმრება იყო მიზანდასახული პროცესი, პირდაპირ ვიცი რომ მოსამართლე თეთრაული აიძულეს ეს გააკეთებინა, ეს აწყობდა მიხეილ სააკაშვილს, ბოკერიას და ზურაბ ადეიშვილს”, – აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება  2019 წლის 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა,  საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა  და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება იმას, რომ 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში, „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.

საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები