გიორგი ბურჯანაძე: შალვა თადუმაძემ უპასუხა კითხვებს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხებს სჭირდება კომპეტენტური ორგანოს შეფასება

“შალვა თადუმაძემ უპასუხა კითხვებს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხებს სჭირდება კომპეტენტური ორგანოს მიერ შეფასება. ასეთი ორგანო საქართველოში არსებობს, რომელიც ადგენს კონკრეტული დიპლომი ნამდვილია თუ არა და რამდენად შეესაბამება ის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის მოსმენას , რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  მისი კითხვები შეეხებოდა ადამიანის უფლებებს და ეს შეკითხვები უნდა გაითვალისწინონ გადაწყვეტილების მიმღებმა საქაართველოს პარლამენტის წევრებმა.

„ჩვენ ბუნებრივია გვრჩება კითხვები. არსებობდა კითხვის ნიშნები დიპლომთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ დავსვით ჩვენ ეს კითხვები, რომ შეგვეფასებინა, რამდენად არსებობს კანდიდატის მიერ კანონთან შესაბამისობა. ოღონდ კანონთან შესაბამისობა მიემართება იმ პირებს, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელმაც გაიარა ეს საკითხი და პარლამენტს, რომელმაც უნდა შეაფასოს კანდიდატი. ბოლოს ჩემი მოწოდება იყო ის, რომ კარგი იქნებოდა, თუ ის გამოიყენებს კანონმდებლობით დადგენის შესაძლებლობას და მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებას, რითაც ის დიპლომის ნამდვილობის აღიარებას მოახდენს. იმედს ვიტოვებთ, რომ მიმართავს და პასუხი გაეცემა კითხვებს კომპეტენტურ პირთა მიერ, რომლებიც ბუნებრივია, ამ საკითხის გარშემო ფლობენ ინფორმაციას. მე პირადად მრჩება ის კითხვები, რაც აქამდე იყო. ბუნებრივია მან გასცა კითხვებს პასუხები, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხებს სჭირდება კომპეტენტური ორგანოს შეფასება. ასეთი ორგანო საქართელოში არსებობს, რომელიც დაადგენს კონკრეტული დიპლომის სინამდვილეს და რამდენად შეესაბამება ის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ჩვენ კონკრეტულ კანდიდატებს შინაარსობრივი თვალსაზრისით არ ვაფასებთ. ჩემი კითხვები შეეხებოდა ადამიანის უფლებებს და ეს შეკითხვები უნდა გაითვალისწინონ გადაწყვეტილების მიმღებმა საქაართველოს პარლამენტის წევრებმა“,-განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები