მარიამ კუბლაშვილი: ინვენტარი თავად თათიამ დაამტვრია… ილია ჯიშკარიანს არ სურს ამ სახელით ცხოვრება

ილია ჯიშკარიანს არ სურს ამ სახელით ცხოვრების გაგრძელება და იბრძოლებს მანამ სანამ თავის უდანაშაულობას არ დაამტკიცებს, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატის, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

“იგი გაეცნო ბრალს და არ ეთანხმება, დააფიქსირა თავისი ხელმოწერით ბრალის დადგენილებაზე. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას და მის გეგმას, იგი არის ბრძოლის ხასიათზე, ვინაიდან არის უკიდურესად შეურაცხყოფილი, ფაქტიურად მორალურად განადგურებული. მას არ სურს ამ სახელით ცხოვრების გაგრძელება და იბრძოლებს მანამ სანამ თავის უდანაშაულობას არ დაამტკიცებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცდილობდა ძალადობას. რომელ ძალადობაზეა ლაპარაკი, ინვენტარი დაამტვრია, თავად თათიამ. სატელეფონო ამონაწერები დამიფიქსირებს, რომ თავად ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს 2-ჯერ და 3-ჯერ აქვს მეუღლესთან დარეკილი, მიფიქსირებს ასევე, რომ ფანჯარა ღია იყო და ხმა ესმოდა ყველას”,- განმარტა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფოში გააცნეს. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები