მარიამ კუბლაშვილი: თამთა თოდაძე აგრესიულია, თვითონ მოაწყო ეს პროვოკაცია და ილია ჯიშკარიანი მისგან მომდინარე აგრესიის მსხვერპლი იყო

თამთა თოდაძე თვითონ არის ძალიან აგრესიული, თვითონ მოაწყო ეს პროვოკაცია და ილია ჯიშკარიანი მისგან მომდინარე აგრესიის მსხვერპლი იყო, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატის, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განცხადა.

“იგი გაეცნო და არ დაეთანხმა ბრალის დადგენილებას, ცხადია. მისი გადაწყვეტილება არის ბოლომდე იბრძოლოს. არ არსებობს სხვა პირდაპირი მოწმე, გარდა თამთა თოდაძისა და ეს სტანდარტი ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ შემდგომში დადგეს გამამტყუვნებელი განაჩენი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, კონკრეტულად შემხებლობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისა და მისგან გამომდინარე ძალადობის. ეს ადამიანი თვითონ იყო ძალიან აგრესიული, თვითონ მოაწყო ეს პროვოკაცია და ფაქტიურად მისგან მომდინარე აგრესიის მსხვერპლი იყო, მამაკაცი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს”, – განმარტა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფოში გააცნეს. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები