თბილისში 82 წლის ნათლიამ 43 წლის ნათლული მოკლა

თბილისში, ნათლიამ ნათლული მოკლა. “კვირას” ინფორმაციით, მკვლელობა, რომელიც მუხაძის ქუჩაზე მოხდა, წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება. 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
“კვირას” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომხდარი მკვლელობისთვის 82 წლის მამაკაცი დააკავეს, ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარი ფეხით მივიდა, სადაც დანაშაული აღიარა.
შსს-ს ინფორმაციით,  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები