სალომე ზურაბიშვილი: თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება მიმდინარეობს – ჩვენ არ ვიქნებით ტოლერანტულები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის საქმეს „ტვიტერში“ ეხმაურება.

#MeToo საქართველოშიც. თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიქნებით ტოლერანტულები“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

შეგახსენებეთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე საკრებულოს წევრს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები