ნინო გოგუაძე: ყველა ამბობს, რომ ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სხვა სისტემაზე ვსაუბრობთ

14 წელი სასამართლოს სისტემაში ხართ, რა ცვლილებებს ხედავთ ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორ გამოსცადეთ ცვლილებები, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, თქვენი როლი უფრო მაინტერესებს ვიდრე ზოგადად სასამართლო სისტემა, – ამ კითხვით მიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს.

მისი თქმით, ყველა კანდიდატი ამბობს, რომ ყოველთვის ჩარევის გარეშე იღებდნენ გადაწყვეტილებას და იქმნებვა შთაბეჭდილება, თითქოს სხვა სისტემაზეა საუბარი.

“ყველა კანდიდატი, რომელიც დღემდე პარლამენტში მოვისმინეთ, ამბობს რომ დამოუკიდებლობის ხარისხი მოსამართლეების გაზრდილია, თუმცა არავინ არ ამბობს, როგორ გაიზარდა ეს ხარისხი, ყველა ამბობს, რომ ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ყველანაირი ჩარევის გარეშე, იქმნება შთაბეჭდილება რომ თითქოს სხვა სისტემაზე ვსაუბრობთ”- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ნინო გოგუაძე დაინტერესდა თამარ ზამბახიძეს თავი ლიდერად თუ მიაჩნია.

“იუსტიციის საბჭოს ზეპირი მოსმენების დროს და პარლამენტშიც იყო ესეთი შეკითხვა ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით “როგორ მიგაჩნიათ არის ის გამორჩეული ლიდერი”? ეხლა მე მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რატომ სვამენ ამ შეკითხვას? თქვენ თვითონ თუ მიგაჩნიათ თქვენი თავი ლიდერად”?- ამ შეკითხვით მიმართა ნინო გოგუაძემ თამარ ზამბახიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები