ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია “მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც “კვირას” პროკურატურაში განუცხადეს, მელაძე საგამოძიებო ორგანოში ხვალ 11:00 საათზე არის დაბარებული.
საქმე ეხება ტელეკომპანია “რუსთავი2”-დან თანხების მითვისების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, რომელზეც გუშინ ასევე გამოიკითხნენ ტელეკომპანია “ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები