ლვოვის აეროპორტთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები(ფოტოკოლაჟი)

სამგზავრო თვითმფრინავი AN-12, რომელიც რეისს ესპანეთის ქალაქ ვიგოდან, სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა ლვოვოს აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა, კიდევ ორი ადამიანის ბედი უცნობია.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ეკიპაჟის 7 წევრია.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები