საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, რაფაელ შვარცმანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი IATA-სა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საავიაციო უსაფრთხოების კუთხით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ისახავს მიზნად. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები საავიაციო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის და მონაცემების ურთიერთგაზიარების მზადყოფნას გამოხატავენ. ამასთან, ავიაკომპანიებზე და სერვისის მიმწოდებლებზე ზედამხედველობის ხარისხის შემდგომი ამაღლების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ კომუნიკაციის და კოორდინაციის ეფექტური მოდელის შემუშავებას IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების (IOSA) და მიწისზედა მომსახურების (ISAGO) აუდიტების შედეგების გამოყენებისთვის. მემორანდუმის დროული და თანმიმდევრული ამოქმედებისთვის, დოკუმენტით გათვალისწინებულია ასევე ერთობლივი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მონრეალში, ასოციაციის სათაო ოფისში მოეწერა ხელი. ღონისძიებას IATA-სა და სააგენტოს ხელმღვანელი პირები, ასევე საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები