SOCAR-ის ინვესტიციებმა საქართველოში ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის მიერ 2007-2018 წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა საქართველოში 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როგორც კომპანიის განვითარების ანგარიშშია მითითებული, გასულ წელს SOCAR Energy Georgia-ს ინვესტიციებმა საქართველოს გაზიფიკაციაში 41,9 მილიონი დოლარი შეადგინა და ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 1 399,7 მლნ. კუბამეტრს მიაღწია.

SOCAR-ი საქართველოში რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი, ესენია: SOCAR Georgia Petroleum, SOCAR Gas Export-Import, SOCAR Georgia Gas, SOCAR Georgia.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოს ბაზარზე 115 ბენზინგასამართი სადგურით, 16 სერვისცენტრითა და 5 ნავთობის ტერმინალით არის წარმოდგენილი.
სოკარ ჯორჯია გაზი აწვდის და ანაწილებს ბუნებრივ გაზს საქართველოს რეგიონებში, მართავს ადგილობრივ ქსელს და ემსახურება 670 ათასზე მეტ აბონენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები