მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო
Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ლონდონის ბირჟაზე 1,65%–ით დაიწია და ბარელის ღირებულება $62,06–ს შეადგენს. ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI ნოემბრის ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,38%–ით გაიაფდა და ბარელი $56,5–ად ივაჭრება.
ნავთობის გაიაფებას სპეციალისტები საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების ჩვეულ რეჟიმში აღდგენას უკავშირებენ.
საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე 14 სექტემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში. მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენელმა აჯანყებულებმა აიღეს, რომლებიც რელიგიური მოტივით დამოუკიდებლობას და სუნიტური უმრავლესობისაგან გამოყოფას ითხოვენ. თავდასხმის შემდეგ საუდის არაბეთში ნავთობმოპოვება თითქმის განახევრდა, რასაც „შავი ოქროს“ ბაზარზე მკვეთრი რყევები მოჰყვა – ნავთობის ფასი გასული ორშაბათის ვაჭრობაზე თითქმის 20%–ით იყო გაზრდილი.