აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში 24 %-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან 24 %-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველომ აზერბაიჯანისგან 37 მლნ, 772 ათასი აშშ დოლარის ელექტროენერგია შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის შეძენაზე დახარჯული თანხა 7434,5 ათასი დოლარით გაიზარდა. გასული წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანში 30 მლნ. 338 ათასი აშშ. დოლარის ელექტროენერგია შეიძინა.