ხელვაჩაურში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა (ფოტო)

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევა დილით მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზარალებულებმა ფაქტის შესახებ მერიას და შესაბამის უწყებას აცნობეს, თუმცა მათი თქმით, ტერიტორიაზე ამ დრომდე არავინ მისულა.
საპირისპიროს ამბობენ მუნიციპალიტეტის მერიაში. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “კვირას” უთხრეს, რომ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ არის. მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის მოგვარდება პრობლემა. სოფლის გზა ამ დრომდე პარალიზებულია. მოსახლეობას კი შემთხვევის გამო, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.

განახლება 13:44 –

მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის მერიას “კვირა” დაუკავშირდა, ადგილზე მერიისა  და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.  ადგილზე მივიდა სოფლის გამგებელი – ანზორ კაციძეც. ამ წუთებში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები