თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. როგორც “კვირას” თავდაცვას სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საფრანგეთი განამტკიცებს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას და სამომავლოდ კიდევ უფრო გააფართოებს პარტნიორობის არეალს. შეხვედრას საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები