„ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების პერსპექტივები“ – შეხვედრა გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე: „ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების პერსპექტივები“ , შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ნანა ჯიქია – დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორი, პროფესორი;
პაატა იოსებაშვილი – ქართულ – ებრაული საზოგადოებრივი გაერთიანების -„გულთა კავშირის“ პრეზიდენტი, ისრაელი;
გიორგი ანდრიაძე – საქართველოს პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი;
მაყვალა გონაშვილი – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე;
თემურ ჩალაბაშვილი – საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე;
ბაღათერ არაბული – საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე;
ამარ შაიშმელაშვილი – ჟურნალ „ანეულის“ რედაქტორი, დოქტორი;
ივანე ჯაფარიძე – ჟურნალ „ანეულის“ სარედაქციო საბჭოს წევრი, დოქტორი;
ჯუმბერ გოგრიჭიანი – ჟურნალ „ანეულის“ სარედაქციო საბჭოს წევრი, პოეტი;
გულიკო ზუმბაძე – თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი;
თამარ სანიკიძე – პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთშორისო ინსტიტუტი (EPPM); საქართველოს განათლების მინისტრი – 2013 – 2016 წწ.
დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორმა  ნანა ჯიქიამ ხაზი გაუსვა ქართულ-ებრაულ ურთიერთობების გაუმჯობესებაში ქართული ენის დისტანციურად სწავლების მნიშვნელობას და ისრაელში ქართული საკვირაო სკოლების გახსნის წინადადებით გამოვიდა.
გამოითქვა მოსაზრება (თამარ შაიშმელაშვილი, ივანე ჯაფარიძე, ჯუმბერ გოგრიჭიანი) ჟურნალ „ანეულში“ ქართულ-ებრაული ურთიერთობების ამსახველი მასალების განთავსება ქართულ და ებრაულ ენებზე.
მწერალთა კავშირის სახელით სიტყვით გამომსვლელებმა (მაყვალა გონაშვილი, ბაღათერ არაბული) ყოველწლიური სალიტერატურო ფესტივალის იდეა გააჟღერეს და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ.
ართულ-ებრაულ ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აგრეთვე: გულიკო ზუმბაძემ, თამარ სანიკიძემ, ნათია შათირიშვილმა და თავად შეხვედრის ინიციატორმა, პაატა იოსებაშვილმა.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ბატონმა გიორგი ანდრიაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ისრაელში ქართულ-ებრაულ თემთან მიმართებაში სამომავლო პერსპექტივების შესახებ საკუთრი მოსაზრებები გააცნო.
როგორც შეხვედრის წამყვანმა გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები, კონკრეტული მიზნებითა და ამოცანებით მომავალში უკვე გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.
შეხვედრის დასასრულს, მოწვეული სტუმრები აკადემიამ საპატიო პროფესორებად აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები