თავდაცვის მინისტრი GDRP-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ამერიკელ ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საბრძოლო მომზადების ცენტრში GDRP-ით მომზადებას IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა გენერალმა CTC-ის ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა-წვრთნის (GDRP-T) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ, მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 საარმიო კორპუსის განათლების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ქრისტოფერ ნორმა საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამომავლო განვითარების გეგმები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები