კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განახლებული ავტოპარკი მოემსახურება

არქიტექტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დღეიდან გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით განაგრძობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების 5 ერთეული ავტომობილით გაზრდილი ავტოპარკი სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურს მოემსახურება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ძეგლებზე მიმდინარე სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროცესების ინსპექტირებას უფრო ეფექტურს გახდის.
ავტომობილები ციფრული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და სააგენტოს სპეციალისტებს ძეგლების მონიტორინგისას ერთიან საინფორმაციო სისტემაში არსებული სრული მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს. საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს სამომავლო გეგმები მისი მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციების სათანადო სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვას მოიცავს. ახალი ავტომანქანები სააგენტომ საკუთარი შემოსავლებით შეიძინა, რომელსაც ის მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებზე გაწეული მომსახურებების საფუძველზე იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები