ეროვნული მუზეუმი, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მრავალფეროვან პროგრამას უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მრავალფეროვან პროგრამას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 16 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, გაიმართება როგორც საჯარო ლექციები, ასევე გამოფენები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება…

16 სექტემბერი – საჯარო ლექცია

14:00-16:00 ბრიტანეთის მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის მონეტების კურატორის, დოქტორ ვესტა კურტისის მოხსენება – „რას გვიამბობენ უძველესი მონეტები”.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია (თბილისი, ა. ფურცელაძის ქუჩა 1.)

17 სექტემბერი – 15 დეკემბერი – გამოფენა

სამშაბათი – კვირა | 10:00-17:30
პირველად საქართველოში წარმოგიდგენთ დავით აღმაშენებელის მონეტას ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3)

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს 100 წელზე მეტია, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებთ. 2019 წელი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს წლად არის გამოცხადებული. დაგეგმილია ღონისძიებათა ციკლი – „ბრიტანული სეზონი საქართველოში”, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. ბრიტანული სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. უმთავრეს ღონისძიებას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაგეგმილი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია მეფე დავით IV აღმაშენებლის უნიკალური სპილენძის მონეტა ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან. ბრიტანეთის მუზეუმში დაცული დავით აღმაშენებლის სპილენძის ეს ნომინალი ერთადერთია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისათვის.

18 სექტემბერი – საჯარო ლექცია
15:00 ისტორიის დოქტორის, მაია პატარიძის საჯარო ლექცია – „დავით აღმაშენებლის მონეტები”.

ლექციის შემდეგ მოეწყობა ექსკლუზიური ტური გამოფენის დასათვალიერებლად.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია (ქ. თბილისი, ა. ფურცელაძის ქუჩა 1).

19 სექტემბერი – დოკუმენტური ფილმის ჩვენება

16:00 „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხროვანი მინანქარი”.
შეხვედრა პროექტის ავტორთან, ერმილე მაღრაძესთან და სურვილის შემთხვევაში, თემატური გამოფენის დათვალიერება.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია (ქ. თბილისი, ა. ფურცელაძის ქუჩა 1).

დოკუმენტური ფილმები მოგვითხრობს უძველესი საოქრომჭედლო ტექნოლოგიების ისტორიას, რომელიც ეფუძნება ძველ წერილობით წყაროებს, ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა და შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ტრადიციებს. აღდგენილი ტექნოლოგია ეფუძნება ექსპერიმენტულ კვლევას, რომლის შედეგად ძველი ტექნოლოგიების აღდგენისა და გამოყენების გზით დამზადდა ტიხროვანი მინანქრის ერთ-ერთი ნიმუშის, კერძოდ წმ. სვიმონის მედალიონის ასლი და ბრინჯაოს ხანის პოლიქრომიული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშის, თრიალეთის ოქროს თასის ზუსტი ასლი.

20 სექტემბერი – დოკუმენტური ფილმის ჩვენება

16:00 „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხროვანი მინანქარი”.
შეხვედრა პროექტის ავტორთან, ერმილე მაღრაძესთან და სურვილის შემთხვევაში, თემატური გამოფენის დათვალიერება.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია (ქ. თბილისი, ა. ფურცელაძის ქუჩა 1).

დოკუმენტური ფილმები მოგვითხრობს უძველესი საოქრომჭედლო ტექნოლოგიების ისტორიას, რომელიც ეფუძნება ძველ წერილობით წყაროებს, ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა და შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ტრადიციებს. აღდგენილი ტექნოლოგია ეფუძნება ექსპერიმენტულ კვლევას, რომლის შედეგად ძველი ტექნოლოგიების აღდგენისა და გამოყენების გზით დამზადდა ტიხროვანი მინანქრის ერთ-ერთი ნიმუშის, კერძოდ წმ. სვიმონის მედალიონის ასლი და ბრინჯაოს ხანის პოლიქრომიული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშის, თრიალეთის ოქროს თასის ზუსტი ასლი.

23 სექტემბერი –  17:00 საათი
ქეთი შიკის და ნიკოლას ტოტის (ბლუმინგტონი, ინდიანას შტატი) ქვის ხანის ინსტიტუტის დოქტორებისთვის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი.

ორგანიზატორი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი № 1, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, II სართული, მუზეუმი.

18:30 საათი – ქეთი შიკის და ნიკოლას ტოტის ლექცია: „ადამიანის ევოლუცია და იარაღის დამუშავების ტექნოლოგიის დასაბამი”.

პირველმა ადამიანმა შექმნა პირველი იარაღი, დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა იარაღის დამზადების ტექნოლოგია, ამასთან ერთად შეიცვალა ადამიანის ფიზიკური ტიპი, აზროვნება და კულტურა, იარაღის დამზადების განსხვავებული სტრატეგიის შესწავლით, შესაძლებელი ხდება თანამედროვე ადამიანის ქცევის ახსნა.

24 სექტემბერი – ვორკშოფი/ტრენინგი

17:00-18:00 „ქვის იარაღის დამზადების უძველესი ტექნოლოგიები”

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპერიმენტალურ ლაბორატორიაში, ქართველ კოლეგებთნ ერთად, ქეთი შიკი და ნიკოლას ტოტი გააკეთებენ სხვადასხვა პერიოდის ქვის ხანის იარაღს (Flint knepping), აჩვენებენ ქვის დამუშავების ტექნოლოგიის სრულ პროცესს.

მისამართი: ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ (თბილისი, მერაბ ბერძენიშვილის 25 /კუს ტბის გზატკეცილი)

28 სექტემბერი – გამოფენა/პრეზენტაცია

17:00-18:00 კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა, GIZ-ის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში”.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic Magazine საქართველოს, ურთიერთთანამშრომლობით მომზადდა კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა. მასზე დატანილია კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ენდემური, რელიქტური, გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული მცენარეთა და ცხოველთა 120 სახეობის ილუსტრაცია. რუკასთან მოთავსებულია ორი ინტერაქტიული ეკრანი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიიღო ინფორმაცია ამ სახეობების გავრცელების არეალის, საცხოვრებელი გარემოს, კონსერვაციული სტატუსის, რიცხოვნობის შესახებ. პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომლის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე.

კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა წარმოადგენს მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების სინთეზსს. რუკა განახლებადია და იგეგმება მასზე კიდევ მეტი სახეობების დამატება. რუკის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული მუზეუმში, კავკასიის ბიომრავალფეროვნების საგამოფენო სივრცეში.

პროექტი განხორციელდა Caucasus Nature Fund (CNF) საქართველოს მხარდაჭერით.

ორგანიზატორი: National Geographic – საქართველო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ბიომრავალფეროვნების გამოფენა (თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები