გიორგი ლომია ვოლსკის პასუხობს: არანაირი მავნებლობა იმ აქციაში არ ყოფილა და ვერც იქნებოდა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებას, რომ “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქცია თავისი შინაარსით მავნებლური და პოლიტიკურ მიზანზე ორიენტირებული იყო, “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე გიორგი ლომია გაუაზრებელს უწოდებს.
მისი თქმით, ეს არ იყო ანტიამერიკული აქცია.
„მე არ ვიცი ახლა ბატონი გია ვოლსკის მხრიდან რატომ კეთდება მსგავსი განცხადებები. ვფიქრობ, რომ გაუაზრებლად აქვს ნათქვამი, ვინაიდან არანაირი მავნებლობა იმ აქციაში არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ეს არ იყო აქცია ამერიკის და ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. ეს იყო აქცია ამერიკის საელჩოსთან, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ ხალხს, რომ ჩვენ ვართ მეგობრები, რომ ამერიკა იყო, არის და იქნება ჩვენი პარტნიორი, მაგრამ ამერიკის ზოგიერთი მოქალაქე სერიოზულად არცხვენს და უგდებს ამერიკას ავტორიტეტს საქართველოში. ამიტომ ეს არ იყო ანტიამერიკული, ეს იყო იმ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მართული აქცია. ამერიკას უნდა დაენახა კიდევ ერთხელ, რომ ქართველი ხალხი არის ამერიკელებთან და ამერიკელები უნდა იყვნენ ქართველ ხალხთან და არა ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან ანტიქართველები – სააკაშვილი, ბოკერია და ანტიამერიკელები – კრამერი და ბრაიზა“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები