თბილისის საკრებულომ სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძის კანდიდატურა განიხილეს და მხარი დაუჭირეს. როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კანდიდატურა დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა წარუდგინა. მან კახა სამხარაძის სამუშაო გამოცდილებაზე და მის საქმიანობაზე ისაუბრა.
საკრებულოს წევრებმა კახა სამხარაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები