ვოლსკი „ევროპული საქართველოს” მოწოდებაზე: ხალხს ეუბნებიან, რომ ქვეყანაში კრიზისი უნდა შექმნან იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ მოვა

„ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას ცუდად შევაფასებ, რადგან ფაქტობრივად ხალხს ეუბნებიან, რომ ქვეყანაში კრიზისი უნდა შექმნან იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ მოვა – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ მოწოდებას ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში არ შევიდნენ.
„ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას ცუდად შევაფასებ, რადგან ფაქტობრივად ხალხს ეუბნებიან, რომ ქვეყანაში კრიზისი უნდა შექმნან იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ მოვა. „ქართულმა ოცნებამ“ 50 პროცენტს უნდა გადააჭარბოს, რათა ქვეყანაში კრიზისი არ დაუშვას. ეს ორიენტირი ისედაც გვქონდა, მაგრამ ამ დესტრუქციულმა შემოძახილმა კიდევ უფრო დაგვაფიქრა ამ თემაზე. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი სწორად შეაფასებს იმ საშიშ განცხადებას, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები