დოშაყეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (II ეტაპი).
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში დაიგება 4 000 მეტრი ასფალტობეტონის და ცემენტობეტონის საფარი. როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი ასევე წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს.
პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტში დასრულდება.
დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები