სასწავლო ტური “მუნიციპალური გამჭვირვალობა და შესყიდვების პროცესის გაუმჯობესება” დასრულდა

უკრაინის დელეგაციისთვის განხორციელებული სასწავლო ტური “მუნიციპალური გამჭვირვალობა და შესყიდვების პროცესის გაუმჯობესება” დასრულდა. ​
ათეა-ს ინფორმაციით, შეხვედრებში, რომლებიც USAID-ის დაფინანსებითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) თანამშრომლობით მოეწყო, უკრაინის 10-ზე მეტი ქალაქის თვითმმართველობების 28 საჯარო მოხელე და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.
პირველი შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში (NALAG) გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკრაინელ სტუმრებს ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის, მუნიციპალური ფინანსებისა და ბიუჯეტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სასწავლო ტურის ფარგლებში, დელეგაციას, საქართველოს ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში, დედაქალაქის საკრებულოში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ასევე სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებში უმასპინძლეს, სადაც სტუმრებმა დეცენტრალიზაციის რეფორმის, ადგილობრივ დონეზე შესყიდვების სამოქალაქო მონიტორინგისთვის გამოყენებული მეთოდებისა და პროცედურების, ასევე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტისა და მისი პრიორიტეტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები