ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლდა
შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ უწყებაშიც.
არსებობს ვარაუდი, რომ მან საქმიანობა მთავრობის ადმინისტრაციაში გააგრძელოს. თუმცა ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ამ დროისთვის კახა კახიშვილი იკავებს.
ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიას მოადგილედ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნად 2017 წელს დაინიშნა.