ნიკა მელია: მედიის მიწვევის შემთხვევაში განცხადებებს კვლავ გავაკეთებ, არ ვაპირებ შევიზღუდო
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით ნიკა მელია კომენტარს აკეთებს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, ის არ აპირებს დაემორჩილოს უწყებას და არ შეწყვეტს მედიასთან ურთიერთობას.
“სმს შეტყობინება მივიღე. ამ ვითარებაზე სიტყვებიც ზედმეტია, საუბარიც კი არ ღირს. არავის აქვს უფლება მოქმედი დეპუტატს აუკრძალოს საჯარო გამოსვლები. სამშაბათს ვიყავი აქუბარდიასთან. მთელი სამი დღე ფიქრობდნენ რა გაეკეთებინათ. იმ განცხადებით რაც პროკურატურამ გაავრცელა, რომ უნდა გამაფრთხილონ ვერაფერს გახდებიან. აუცილებლად გავალ სახლიდან და მედიის მიწვევის შემთხვევაში განცხადებებსაც გავაკეთებ, არ ვაპირებ შევიზღუდო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დღეს 16:00 საათზე დაიბარეს.