საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 53, 7 %-ით შემცირდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამ ფაქტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით ხსნის.
როცა გვაქვს ინვესტიციების კლება ეს არის იმის ნიშანი, რომ ინვესტორების სენტიმენტები არის შედარებით დაბალ დონეზე.
რა იწვევს ამ განწყობების შემცირებას? რამდენიმე ფაქტორი – ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესი, დაძაბულობა, მთავრობის ცვლილება, რასაკვირველია ამაზე ბიზნესი რეაგირებს.
ვინ არიან საქართველოს ინვესტორები? აზერბაიჯანი, თურქეთი, ისრაელი, ყაზახეთი. ეკონომიკურად დაძაბუნდა რეგიონი. ნახეთ რამდენი ფაქტორია? რეგიონალური შიდაპოლიტიკური“,- აცხადებს მაჭავარიანი.