მაია ცქიტიშვილი – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აქტიური ურთიერთობა გვაქვს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ სამუშაო დონეზე, ყოველდღიური, ყოველკვირეული ურთიერთობა გვაქვს, – აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
„კონსორციუმს შერჩეული ჰყავს სამშენებლო კონტრაქტორი და ხდება ამ სამშენებლო კონტრაქტორის ჩვენთან შეთანხმება. კვლავაც ვმუშაობთ ბანკებთანაც და კონსორციუმთანაც საინვესტიციო ხელშეკრულებების ფორმულირებებზე. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, რომელშიც ჩვენ ვართ. ამასთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთანაც გვქონოდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, კონსორციუმთან ერთად. იქ, სადაც გვქონდა საშუალება, მათ შორის კონსორციუმთან და მათ პოტენციურ ინვესტორთან ერთად განგვეხილა პროექტთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები