დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ლოჭინის დასახლების, ჭირნახულის, სამგორის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, მიხეილ ბერძენიშვილის, ნოდარ ბოხუას და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გურამ ფანჯიკიძის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, გაბრიელ ეპისკოპოსის, გელათის, ავლაბრის, იორის, დუშეთის, ცუცქირიძის, ლადო მესხიშვილის, ხიდისთავის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, რთველაძის, ჭრელაშვილის და წერნაკის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შენგელიას, ახმეტელის, ალეკო გობრონიძის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები