გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. მისი თქმით, ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებენ – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. “პირველ რიგში, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ვახტანგ გომელაურსა და ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი.
მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს უფრო მეტად გააძლიერებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები